საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი - ბათუმი
02-05-2026 - 03-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
 საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი ბათუმში
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“
 
 კომპანიის შესახებ
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ არის სწრაფად მზარდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც 10 წელია აქტიურად თანამშრომლობს მცირე და საშუალო ბიზნესებთან საქართველოს მასშტაბით.
 
 პოზიციის შესახებ
ეს პოზიცია არის საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს ოფისის გარეთ — კლიენტებთან ურთიერთობაში.
 
 თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან მუშაობა — ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაო ფორმატი: სრული
• ლოკაცია: ბათუმი
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი- 10:00-18:00 (1 საათი შესვენება/მოქნილი გრაფიკი)
                                         შაბათი - 10:00- 15:00 
ანაზღაურება
• საწყისი ეტაპი: ფიქსირებული ხელფასი: 1,000 – 1,250 ლარი დარიცხული (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით)
• შემდგომ: საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე (გაყიდვები + პორტფელის ხარისხი. ბონუსის საშუალო რეინჯი 1,500 -3,000
 
 სწავლება და სტაჟირება
  • 1 კვირიანი ინტენსიური ტრენინგი – სრულ კურსს მოიცავს საფინანსო/საკრედიტო სპეციფიკის შესწავლით 
  • 2 კვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირება – პრაქტიკული მუშაობა რეალურ გარემოში, მენტორის მხარდაჭერით 

გამოცდილება არ არის საჭირო — ჩვენ გასწავლით ყველაფერს ნულიდან

 
 ძირითადი მოვალეობები
• ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა 
• კლიენტებთან ადგილზე შეხვედრები და ბიზნესის შეფასება 
• საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება 
• საკრედიტო განაცხადების მიღება და დამუშავება 
• სესხების გაცემის პროცესის მართვა 
ქოლექშენი/ შეგროვება
• გაცემული სესხების გადახდის გრაფიკების მიხედვით კლიენტებისაგან თანხების აკრეფა
• კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პორტფელის კონტროლი 
• ვადაგადაცილებების მართვა 
 
მოთხოვნები და უნარები
• გამოცდილება სავალდებულო არ არის 
• კარგი კომუნიკაციის უნარი 
• გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება 
• მზადყოფნა აქტიური მუშაობისთვის ოფისის გარეთ 
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე 
რას მიიღებთ ჩვენთან
• კარიერის დაწყების შესაძლებლობა ფინანსურ სექტორში 
• კონკურენტული ანაზღაურება
• შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა ბონუსების მეშვეობით 
• პრაქტიკული გამოცდილება რეალურ კლიენტებთან მუშაობაში 
• განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა 
 
 მნიშვნელოვანია იცოდეთ
ეს პოზიცია მოითხოვს აქტიურ გადაადგილებას, კლიენტებთან შეხვედრებს და ყოველდღიურ კომუნიკაციას.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!