თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
ვაცხადებ თანხმობას, რომ კომპანიამ დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:
•დასაქმებასთან/თანამშრომლობასთან დაკავშირებული პროცესების განხორციელება;
•ადმინისტრაციული, სამართლებრივი და ორგანიზაციული ვალდებულებების შესრულება;
•კომუნიკაცია, დოკუმენტაციის წარმოება და კანონით გათვალისწინებული სხვა საჭიროებები.
ვაცნობიერებ, რომ პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი, განათლება, სამუშაო გამოცდილება და სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნებისათვის.