კლიენტებთან კომუნიკაციის სპეციალისტი
16-07-2026 - 16-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კლიენტებთან კომუნიკაციის სპეციალისტი

სტანდარტ ფინანსი აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიის Facebook, Instagram და სხვა სოციალური არხებიდან მიღებულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • კლიენტების კონსულტირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
  • კლიენტების მოთხოვნების შესაბამის განყოფილებებში გადამისამართება;
  • კლიენტური ბაზის განახლება და ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული ქართული მეტყველება და წერის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.

სამუშაო პირობები:

���� სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ფალიაშვილის ქუჩა 
���� სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00
შაბათი: 10:00 – 15:00

���� ანაზღაურება: 800 ლარი

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!