ფილიალის მმართველი
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“
კომპანიის შესახებ
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ არის სწრაფად მზარდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც 10 წელია აქტიურად თანამშრომლობს მცირე და საშუალო ბიზნესებთან საქართველოს მასშტაბით.
• სამუშაო ფორმატი: სრული
• ლოკაცია: სენაკი
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი- 10:00-18:00 (1 საათი შესვენება/მოქნილი გრაფიკი)
შაბათი - 10:00- 15:00
ანაზღაურება
• საწყისი ეტაპი: ფიქსირებული ხელფასი - 2500 + დამოკიდებულია გამოცდილებაზე;
• შემდგომ: საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე (გაყიდვები + პორტფელის ხარისხი. ბონუსის საშუალო რეინჯი 3,500 -5,000)
პოზიციის შესახებ
ფილიალის მმართველი პასუხისმგებელია ფილიალის ოპერაციულ, კომერციულ და ადმინისტრაციულ მართვაზე. მისი ძირითადი მიზანია გაყიდვების გეგმების შესრულება, საკრედიტო პორტფელის ზრდა, პორტფელის ხარისხის შენარჩუნება და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მართვა;
- გაყიდვების გეგმებისა და ბიზნეს მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
- საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდა;
- ახალი კლიენტების მოზიდვა და ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- საკრედიტო პორტფელის ზრდისა და ხარისხის კონტროლი;
- ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების მართვის პროცესში მონაწილეობა;
- ფილიალის თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, განვითარება და შედეგების შეფასება;
- კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
- ფინანსური და ოპერაციული შედეგების ანალიზი და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესი ან შესაბამისი მიმართულება);
- ფინანსურ სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების მართვისა და გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- ფინანსური ანალიზისა და საკრედიტო პროცესების ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები
- ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კარიერული ზრდის პერსპექტივას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.